საქართველოს გეოგრაფია(სამახსოვროები)

იხილეთ ახალი ბლოგი    geocodna.wordpress.com--- ნინო მთიულიშვილი






კავკასია






კავკასიის რეგიონი მდებარეობს შავ და კასპიის ზღვებს შორის.ჩრდილოეთით ესაზღვრება ყუმა– მანიჩის ღრმული , სამხრეთით საზღვარი ემთხვევა საქართველოს, სომხეთისდა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს თურქეთთან და ირანთან. კავკასიის ფართობი 440 ათასი კმ2.მოიცავს ამიერკავკასიას ( საქ. სომხ. აზერბ.) და იმიერკავკასიას ( რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკებს და მხარეებს: კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეები, ყარაჩაი–ჩერქეზეთი, ადიღე, ყაბარდო–ბალყარეთი , ჩრდ. ოსეთი , ინგუშეთი ,ჩეჩნეთი, და დაღესტნის რესპ.)
ფიზ. გეოგრაფიულად იყოფა შემდეგ ერთეულებად:
1)ჩრდ. კავკასია 2) კავკასიონი 3)ჩრდ.შავიზღვისპირეთი 4)კოლხეთი 5)აღმ.. ამიერკავკასია 6) მცირე კავკასიონი 7) ჯავახეთ –სომხეთისა და 8)ჰირკანის ფიზ.გეოგრ. ოლქები



საქართველო
საქართველო გეოგრაფიულად მდებარეობს ევრაზიის კონტინენტზე, ევროპასა და აზიას შორის მოქცეულ იმ უძველეს სატრანსპორტო მაგისტრალზე რომელსაც "კავკასიის ყელს" უწოდებენ.
ფიზ. გეოგრაფიულად მდებარეობს ალპურ –ჰიმალაური დანაოჭების ქვეყანათა ცენტრში. დიდი და მცირე კავკასიონის სახით წარმოდგენილია ალპურ–ჰიმალაური დანაოჭების შიდა და გარე ზოლი.
მდებარეობს. ჩრდ. განედის41 და 43 , და აღმ. გრძედის 40–46გრადუსებს შორის. მერიდიანის გასწვრივ 275კმ–ზეა გადაჭიმული , ხოლო პარალელის გასწვრივ 500 კმ.ზე.

გეოგრაფიული ცენტრი –სურამის გადასასვლელთან .

ფართობი 69700 კმ2. სანაპირო ხაზის სიგრძე 1970კმ.მათ შორის სახმელეთო– 1660, საზღვაო –310კმ.

პირდაპირი მანძილი თბილისიდან შავ ზღვამდე 260 კმ.აღმ. საზღვრამდე–110 კმ. ჩრდ. საზღვრამდე

110კმ. სამხრ. საზღვრ.–55 კმ.

უკიდურესი წერტილები:დას. წერტილი –დაბა ლესელიძე , აღმ. –მდინარე აგრიჩაისა და ალაზნის შეერთების ადგილას, სამხ> ელდარის ველის სამხრეთით ( მთა ოკუზდაღი) ჩრდ.– სოფელი აიბგა (მნდინარე ფსოუს ნაპირზე. აფხაზეთში)

უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნები 1) რუსეთის ფედერაცია ––815 კმ.( კრასნოდარის მხარე, ყარაჩაი–ჩერქეზეთი, ყაბარდო– ბალყარეთი , ჩრდ.ოსეთი , ინგუშეთტი, ჩეჩნეთი და დაღესტანი.)
2) აზერბაიჯანი (აღმოსავლეთით და სამხ/აღმოსავლეთით460კმ)
3) სომხეთი ( სამხრეთით–197კმ.)
4) თურქეთი( სამხრეთით– 248 კმ– ზე)

უშუალოდ არამოსაზღვრე –მეზობელი ქვეყნები :––უკრაინა, რუმინეთი ბულგარეთი სირია, ერაყი, ირანი, თურქმენეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი.

მოსახლეობის მიხედვით საქართველო 117 ე ადგილზეა მსოფლიოში ხოლო ევროპაში ფართობის და მოს, მიხედვით 25–ე ადგილზე.




სახელმწიფო საზღვარი


ჩრდილოეთით ––იწყება დაბა ლესელიძესთან მიუყვება მდინარე ფლოუს, ჩრდ. საზღვარი ჩრდილოეთიდან ემთხვევა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს,(მოიცავს მარუხის. ქლუხორის, ბეჩოს, წანერის, მამისონის ზეკარის, ერწოს , როკის უღელტეხილებს)
მთა ვაციქპარსიდან ( ან მთა ზილგახოხიდან ) შავ კლდემდე საზღვარი გადადის ჩრდილო ფერდობზე, იქ , სადაც მდინარეების თერგის, ასას, არღუნის და სულაკის აუზებია და სადაც ცხოვრობენ პირიქითას ხევსურები, თუშები და მოხევეები,. მთა დიკლოსმთიდან მთა ტინოვროსომდე საქ. ჩრდ. საზღვარი
კვლავ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს მიუყვება ( ამ მონაკვეთზე ყადორის უღელტეხილია)

აღმოსავლეთ საზღვარი იწყება: მთა ტინოვროსოდან, გაზდევს მდ.მაწისწყალს , ლაგოდეხისწყლის და ალაზნის ხეობებს , კვეთს ალაზნის ვაკეს და აღწევს მინგეჩაურის წყალსაცავამდე.




სამხრეთ საზღვარი მინგეჩევირის წყალსაცავიდან გასდევს მდინარე ივრის მარცხენა ნაპირს, შემდეგ იორ–მტკვრის შუამდინარეთს, კვეთს ჯანდარის ტბას, მტკვრის და ხრამის შეერთების ადგილს წითელ ხიდთან, მიუყვება მდინარე დებედას, გაივლის ლოქის ქედის თხემზე,შემდეგ ჯავახეთისა და სამსარის ქედებზე, კვეთს ნინოწმინდა–ერევნის საავტომობილო მაგისტრალს, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანს, თითქმის შუაზე ჰყოფს ხოზაფინის ანუ კარწახის ტბას, მეორედ კვეთს მდინარე მტკვარს სოფელ ვარძიასთან; აქედან მიუყვება ერუშეთის მთიანეთს, მდ. ფოცხოვისწყალს, არსიანის ქედს , ადის შავშეთის ქედის თხემზე,კვეთს მდინარე ჭოროხს, ლაზისტანის ქედის ჩრდ. აღმ. ფერდობს და სოფელ სარფს კვეთს შუაზე.


საქართველოს გეომორფოლოგიური დარაიონება.
( დარაიონება მსგავსი რელიეფის ფორმების, წარმოშობის ასაკის,განვითარების ისტორიის მიხედვით)
საქართველოში გამოიყოფა სამი გეომორფოლოგიური ზონა:
1) კავკასიონი
2) მთათაშორისი ბარი
3) მცირე კავკასიონი( რომელიც მოცავს ნაოჭა ოლქს და ვულკანურ ზეგანს)

1) კავკასიონი აგებულია კრისტალური ფიქლებით, გრანიტებით და ძველი დანალექი ქანებით.გადაჭიმულია ტამანის და აფშერონის ნახევარკუნძულებს შორის 1300–1500 კმ–ზე.
იყოფა სამ ნაწილად: დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებად.უმაღლესი მწვერვალი იალბუზი. საქართველოს ფარგლებში- შხარა.
დასავლეთ კავკასიონი––––– უმაღლესი მწვერვალი – დომბაიულგენი;
ცენტრალური კავკასიონი––––უმაღლ. მწვერვალი შხარა;
ცენტრალური კავკასიონი მდებარეობს იალბუზისა და მყინვარწვერის მერიდიანებს შორის. აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი- თებულოს მთა;
გასწვრივი ქედები:ბზიფის ჩხალთის, კოდორის, სვანეთის, ეგრისის, ლეჩხუმის რაჭის, ხოხისა და თუშეთის.
მთავარი ქედის მართობული ქედები:გაგრის, გერმუხის, ხარულის, ლომის–ალევის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქართლისა და კახეთის.
კავკასიონის შემადგენლობაში შედის ასევე ქვაბულები: ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის, რაჭის და ლეჩხუმის .
2)მთათაშორისი ბარი მოიცავს : კოლხეთის დაბლობს,იმერეთის მაღლობს, შიდა ქართლის ბარს, ქვემო ქართლის ბარს, ალაზნის ვაკეს , ივრის ზეგანს,შირაქისა და ელდარის დაბლობებს, საგურამო–იალნოსა და ცივ–გომბორის ქედებს.
ლიხის ქედი მთათაშორის ბარში შემაერთებელია ცენტრალური კავკასიონისა და მცირე კავკასიონისქედების.

3)მცირე კავკასიონი:
1) ნაოჭა ოლქი– მოიცავს : აჭარა–იმერეთის(მესხეთის ) ქედს, არსიანის ქედს, შავშეთის, თრიალეთისა და ლოქის ქედებს.და ახალციხის ქვაბულს.
2) ვულკანური ზეგანი:ერუშეთის მთიანეთს, სამსარის და ჯავახეთის ქედებს, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანს ანუ ახალქალაქის პლატოს, წალკის,გომარეთისა და დმანისის პლატოებს.( ანუ ქვემო ქართლის პლატოებს).





რელიეფის ტიპის დაკავშირება რელიეფის ფორმებთან:

კირქვებთან–––დაკავშირებულია კარსტული რელიეფის ფორმები -მღვიმეები: მაგ: ახალი ათონის, ცუცხვათის. ბზიფის ქედზე– კარსტული უფსკრული თოვლიანა, ერთერთი ყველაზე ღრმა მსოფლიოში.
ვულკანურ ქანებთან: ვულკანური მასივები, ლავური ნაფენები.
მყინვარების თანამედროვე მოქმედებასთან: მყინვარული ანუ გლაციალური ტიპის რელიეფი( მხოლოდ კავკასიონზე)
ძველ გამყინვარებასთან: პალეოგლაციალური რელიეფის ფორმები-ტროგები , მყინვარული ცირკები(კავკასიონზე. მცირე კავკასიონზე), კარებები;
წყლის ეროზიულ მოქმედებასთან–(ზედაპირული წყლებით გადარეცხვასთან)–
ხეობები, ხრამები, ხევები.
მდინარეების მიერ გადატანილი მასალის დაგროვებასთან: დაკავშირებულია აკუმულაციური ვაკეების წარმოქმნა(შიდა ქართლი , ქვემო ქართლის ალაზნის ვაკეები)
ზედაპირულ ჩამორეცხვასთან, წყლის ეროზიულ მოქმედებასთან დაკავშირებულია ეროზიულ-დენუდაციური რელიეფის ფორმები: ძველი -კარსტული მასივები, ახალი- ხრამები, ხევები და ხეობები.
არიდულ (მშრალ) რეგიონებში მიმდინარე პროცესებთან: არიდულ –დენუდაციურ ფორმები (ვხვდებით ივრის ზეგანზე- ბედლენდებს ანუ უნაყოფო მიწებს)
სხვადასხვა სიმკვრივის ქანებისქვიშაქვების და თიხების მონაცვლეობასთან- პეტროგენური რელიეფის ფორმები: კირქვული სვეტები, მოქანავე ლოდები, კანიონები და სხვ.




სასარგებლო წიარისეული
ნავთობი– სამგორ პატარძლეული, ტიბაანი. მირზაანი, ტარიბანა შირაქი, სუფსა–ჭალადიდი
ქვანახშირი– ტყიბულ–შაორი (30%) ტყვარჩელი ახალციხის მურა ნახშირი.
ტორფი– გამოიყენება საქართველოში სასუქად–მდ. ფიჩორა, იმნათი,ფოთი ყულევის მიდამოები;
ანდეზიტი– ბაკურიანი ყაზბეგი
მანგანუმი– ჭიათურა ( აკაკი წერეთელი 1876წ)აჯამეთ-ჩხმერის და მდ.ძამის საბადოები(ამჟამად არ მოქმედებს)
მარმარილო –ლოპოტა, სალიეთი:
ფერადი ლითონები:
სპილენძი და ბარიტი-1965 წლიდან,ოქრო 1977 წლიდან-მადნეული,
დარიშხანი-ცანა( სვანეთი), ლუხუმი( რაჭა);
თყვია თუთია- ცხინვალთან;
ბარიტი-ჩორდი(რაჭა);



,საქართველოს ქედები და მათი უმაღლესი მწვერვალები

ქედი– უმ.მწვერვალი

გაგრის – მ.არაბიკა;

სვანეთის –ლაილა(ლაჰილი)

ეგრისის–წიქური(ჭიათაგვალა);

ლეჩხუმის– სამერცხლე;

შოდა–კედელას–შოდა;

ლიხის -პერანგა;

ქართლის –ჭიქო;

კახეთის კავკასიონის –ტბათანას მთა.

გომბორის–ცივი;

არსიანის–კენჭაული.

თრიალეთის- არჯევანი;

მესხეთის ანუ აჭარა–იმერეთის––მეფისწყარო;

შავშეთის -ხევა;

ერუშეთის–გუმბათი;

ჯავახეთის–ლეილიდაღი;

ლოქის–ლალვერი;

ხოხის–მყინვარწვერი;

მყინვარწვერის სახელები– :ყაზბეგი", გერგეთი –(ფშავში), თუშეთში–ლომი, მოხევეები– ხევის პატარძალს, ოსები–ურასხოს ეძახიან.

რაჭის -ლეთა;

სამსარის-დიდი აბული;

მხარე–უმაღლესი წერტილი:

თუშეთის–ტებულოს მთა(პირიქითას ქ–დი)

რაჭის–ჭანჭახი(რაჭის ქ–დი)

აფხაზეთის–დომბაიულგენი

სვანეთის–შხარა;

სამეგრელოს–მ.ჭიათაგვალა(ეგრისის ქედი)

ლეჩხუმის–მ.წიქური (ეგრისის ქ–დი);

იმერეთის და გურიის–მეფისწყარო (მესხეთის ქ–დი);

აჭარის –ყანლის მთა(არსიანის ქ–დი)

მესხეთის–გუმბათი(ერუშეთის მთიანეთი)

ჯავახეთის–დიდი აბული(სამსარის ქ–დი)

კახეთის –შავი კლდე;

ქვემო ქართლი– ლეილიდაღი;






ტბები–850
ყველაზე დიდი ფართობით– ფარავანი

ყველაზე დიდი მოცულობით– ტაბაწყური;

ყველაზე ღრმა– რიწა( აფხაზეთი)

ყველაზე მაღლა მდებარე ზღვ. დონიდან– ყელის(შიდა ქართლი)

ყველაზე მეტი ტბა– სამცხე–ჯავახეთში( ვულკანური წარმოშობის)

ყველაზე მლაშე –პალიასტომი(ზღვის შთენილი)

მდინარეები

საქართველოში ამიერკავკასიის წყლის რესურსების 69%

მდინარეები მიეკუთვნებიან–შავი ზღვისდა კასპიის აუზს,

მათ შორის მთავარი წყალგამყოფია ლიხისქედი .
სულ 26060 მდინარეა , აქედან 97% –ის სიგრძე არ აღემატება 10 კმ–ს;


დას. საქართველოშიწყლის რესურსების 80% , აღმ. საქ.–17%ჩრდ. საქ, –3%;

ყველაზე დიდი მდინარე სიგრძით– ალაზანი;

ყველაზე წყალუხვი.

ყველაზე დიდი მყარი ჩამონადენით– ჭოროხი;

ყველაზე დიდი ენერგეტიკული მარაგით–ენგური;



მყინვარები

სულ_ 786 მყინვარი (მათი უმრავლესობა ოთხი მდინარის: კოდორის, ენგურის, რიონისა და თერგის აუზში მდებარეობენ)

მყინვარის ტიპები: ხეობის, კარული , დაკიდული;

ყველაზე დიდი– ლეხზირი–მდებარეობს მდ. მესტიაჭალის აუზში;

წანერი– მდ. მულხურას აუზში;

ტვიბერი– მდ. მულხურას აუზში;

ჭალაათი– მდ. მესტიაჭალის აუზში;

მყინვარი ადიში– მდ. ადიშუდას ხეობაში; გარშემორტყმულია მწვერვალებით თეთნულდი, ადიში, გისტოლა, ლაქუცა;

ყაზბეგის მასივი–მყინვარი– გერგეთი და დევდორაკი(მდ. ამალის აუზი)

მყინვარი თბილისა– მდ.რიონის სათავეებში;

სუათისი– თერგის აუზში;

გერგეთი-ყაზბეგის რაიონი.

წყალსაცავები:

ყველაზე დიდი წყალსაცავი– წალკის ;

გალი–ჯვრის ( მდ. ენგურისა და ერისწყლის ჩამონადენის რეგულირებისა და ენერგეტიკული მიზნით–ყველაზე ღრმაწყლიანი;

გალის–მდ.ერისწყალზე;

ენგურის –მდ.ენგურზე;

სიონის–იორზე;



შაორ ტყიბულის წყალსაცავის კასკადი–შექმნილია მდ. ტყიბულის გადაკეტვით;(იმერეთი) , შაორის – რაჭა;

სამგორის წყალსაცავთა კასკადი–შედგება სიონისა და თბილისის წყალსაცავებისგან;იკვებება მდ.იორით;

წალკის ( მდ.ხრამზე)–მის წყალს იყენებს ხრამჰესი;

-ქვემო ქართლი.
ჟინვალის (მდ.არაგვზე)–ყველაზე ახალგაზრდა , იყენებს ჟინვალჰესი, თბილისს ამარაგებს წყლით;

ალგეთის –მდ.ალგეთზე;

ზონკარის–პატარა ლიახვზე;



ჰესები:

აფხაზეთი–სოხუმჰესი, ენგურჰესი,ტყვარჩელის;

იმერეთი–გუმათჰესი,ვარციხეჰესი,ტყიბულჰესი,რიონჰესი;შაორის

სამცხე–ჯავახეთი– ხრამჰესი, ჩითახევჰესი.საცხენჰესი;

მცხეთა–მთიანეთი–ჟინვალჰესი,სიონჰესი,ზაჰესი;

თბილსრესი–გარდაბანი(ქვემო ქართლი)თბოელექტრისადგური;

შაორჰესი– რაჭა –
ლაჯანურჰესი,შაორჰესი;


ხადორის-ალაზანი-კახეთი.




საქართველოს ჰავის წარმომქმნელი ფაქტორები:

1. რადიაცია,2. ატმოსფეროს ცირკულაცია, 3.ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი;

ყველაზე. ყველაზე...

მაღალი იანვრის საშუალო– ბათუმი+ 7.1;სოხუმი

მინიმალური საშუალო წლიური ტემპერატურა–ყაზბეგის მაღალმთიანი მეტეოსადგური;

აბსოლუტური მინიმუმი–ყაზბეგი–42გრადუსი;კარწახი (სამხრეთ საქ.)და შაორის წყალსაცავთან––40გრ.

აბსოლუტური მაქსიმუმი–+43გრ.–ლათა(მდ.კოდორის აუზში), ჭარნალი(აჭარა).

მეტი ქარიანი ადგილი- ლიხის ქედი.

ქარის მაქსიმალური სიჩქარით და ქარიანი დღეების სიმრავლით - მთა საბუეთი;

ტენიანობის მაქსიმუმი -მთა მტირალა.

ტენიანობის მინიმუმი-ელდარის ველი.

Posted by NINO MTIULISHVILI
at 8:01 AM