ჩემ შესახებ

დავიბადე ქალაქ თბილისში .
1987 დავამთავრე "თსუ" გეოგრაფია გეოლოგიის ფაკულტეტი– ფიზ– გეოგრაფის სპეციალობით.
1988 დავამთავრე "თბილისის  პატენტმცოდნეობისა და ინფორმატიკის ინსტიტუტი" –პატენტმცოდნის სპეციალობით. მაქვს გეოგრაფიის საგნის ტრენერის კვალიფიკაცია.
მყავს მეუღლე და ორი შვილი.
ჰობი –ხატვა.







ჩემი ნახატები (პლასეტელინი ზეთით).
ვმუშაობ ილია ვეკუას სახ. ფიზიკა მათემატიკის #42 ე საჯარო სკოლაში.


ამ ბლოგით დიდი ხანია აღარვსარგებლობ, იხილე ახალი ბლოგის მისამართი.




























ჩემი მეგობრები




3 comments:

  1. ჩემი ლექსები
    იესო ტკბილო

    იესო,ტკბილო, ძეო ღვთისაო,
    თბილო ნათელო მომავლისაო,
    სიჩჩოებისა ჩვენთა გამზრდელო
    ნუგეშისმცემო მორწმუნისაო.

    გამითბე სული, ცრემლი მადინე
    გული გამილღვე,გული ქვისაო,
    დამილბე თვალი ურცხვად მზირალი
    სიცრუისა და ბოროტისაო.

    მომხვიე ხელი, გულს ჩამიკონე
    ღმერთო, წყაროო ცხოვრებისაო,
    დამიხშე ყური, ბევრის გამგონი
    მართალთა მწარე ცდუნებისაო.

    ეკლის გვირგვინით გოგლგოთის გზაზე
    კაცთათვის ზიდე ჯვარი ხისაო,
    ეცვი, დაიკალ უმადლოთათვის
    მით გაახუნე ვერცხლის ქისაო.

    მწყემსო კეთილო, სისხლით განახლე
    ხრწნადი ბუნება ცოდვილისაო
    სრულო სამებავ,მოუკლებელო
    მიუწვდომელო კაცთათვისაო.

    ყოვლადძლიერო, ყოვლადმოწყალევ,
    შემამკობელო ყოველისაო
    სასოებაო სიკვდილის ჟამთა
    ცხოვრებავ შემდგომ აღსრულისაო.

    გამოუკვლების შიშითა გიხმობ
    გამხმელო კართა მრეკელისაო,
    განახვენ გული უმადურისა
    ჩემი ცოდვილი ბუნებისაო.

    შემმოსე, მასვი გაუმაძღარსა
    ძევ, სიხარულო სვინდისისაო,
    კვლავ მომიძიე, ნუ მომიძაგებ
    შენ საწადელო ჩემ გულისაო.

    მიწყალე,დიდო მზევ სიმართლისა,
    საზრდელო ყოვლის სიმტკიცისაო
    განმასუნელე მეცა ცოდვილი
    ყვავილო კეთილ სუნნელისაო.

    მიცავ, შემამკე, მათბე, მიხსენი
    სენთაგან ხორცთა და სულისაო
    სატანჯვლისაგან მათავისუფლე
    ტკბილო იესო, ძეო ღვთისაო.

    ReplyDelete
  2. ომარ ხაიამს

    ღვინით ანთებული, შენით დაწყებული
    თრობა არ დამცალდა,
    მთვრალივით ბოდიალა, დოქივით ცარიელი
    ოცნება გათავდა,
    ფიქრად დაილია, ცრემლად დაიღვარა
    დარდად გაცალდა,
    შენი თვალებივით ღამედ ჩამოღამდა
    ქარად გაქარდა.
    ლოდინს შეეშინდა ,იმედი დაიალა
    წამით გაქვავდა,
    ნაზად დაგებული სულის საგებელი
    უცებ გახამდა,
    ბნედიანივით ბოღმა მოერია
    ეშმაკი გასამდა,
    დიდი სიყვარულის ინგელოზს დაეჭიდა
    სინაზეს დახარბდა...

    ReplyDelete
  3. ....
    ...ჭიქა ყავისათვის,
    სიგარეტისათვის,
    ჭორაობისათვის,
    სასიყვარულოდ
    ეპატიჟებიან ლამაზმანები ახლა ერთმანეთს.
    ყავას დალევენ,
    გააბოლებენ,
    ბევრს იცინებენ,
    რედიკულებში მოიჩხრეკენ ორიოდ კაპიკს.
    სხდებიან ტაქსში,
    მიდიან სახლში,
    ტელეფონებთან კალათდებიან.
    მერე იწყება თავდავიწყება.
    ...ჭორაობა!
    ...გვიშველე, ღმერთო!!!

    ReplyDelete